ლადო ვარძელაშვილის ავტორბოლამ გორელები შეაწუხა

ლადო ვარძელაშვილის ავტორბოლამ გორელები შეაწუხა

კვირას, 16 სექტემბერს გორის ცენტრში სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ვლადიმერ ვარძელაშვილის ინიციატივით, ავტორბოლა მოეწყო. დილის საათებში დაწყებული შეჯიბრება ღამის თერთმეტის ნახევრამდე გაგრძელდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ქალაქის ცენტრში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი 10 საათიანი ხმაურით და ყვირილით შეწუხდნენ. მათთვის მიუღებელია დასახლებულ პუნქტში ამდაგვარი ტიპის შეჯიბრებების მოწყობა იმ დროს, როდესაც ბევრი ავადმყოფი ადამიანი ცხოვრობს. უფრო მეტიც, კვირა დღეს, მოსახლეობას დასვენება სჭირდებოდა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ამბობს, რომ მას ქალაქის ცენტრში, ავტორბოლის ჩასატარებლად ნებართვა არ გაუცია. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური ორი დღეა არკვევს, თუ ვინ გასცა გამგეობიდან ნებართვა.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა