ავსტრალიაში ცეცხლის ტორნადო შენიშნეს

ავსტრალიაში ცეცხლის ტორნადო შენიშნეს

ავსტრალიის ქალაქ ალის-სპრინგსში ცეცხლის ტორნადო შენიშნეს.

უჩვეულო მოვლენის გადაღება რეჟისორმა კრის ტენგიმ შეძლო.

კრისი ავსტრალიაში ფილმის გადასაღები ტერიტორიების მოსანახულებლად იმყოფებოდა და შემთხვევით 30 მეტრიანი ცეცხლის ტორნადო შენიშნა.

ტორნადო ნახევარ საათზე მეტხანს მძვინვარებდა.

მეტეოროლოგების თქმით, მოვლენა, რომელსაც ხშირად "ცეცხლის ეშმაკს", ან "ცეცხლოვან ბრუნვას" უწოდებენ, იშვიათობაა და ის ჰაერის მასებისა და ცეცხლის ურთიერთზემოქმედების შედეგია.

ცეცხლის ტორნადოცეცხლის ტორნადო იშვიათობაა. 1923 წელს იაპონიის რეგიონ კანტოში მომხდარი უძლიერესი მიწისძვრის დროს გაჩენილ ტორნადოს 15 წუთში 38 000 ადამიანი ემსხვერპლა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს