მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქმრები

მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქმრები

ყველა გოგონა იმაზე ოცნებობს, რომ მისი საქმრო ყველაზე ჭკვიანი, ნიჭიერი, სახელგანთქმული აღმოჩნდეს. მაგრამ ცოტა ვინმე თუ ჩაფიქრებულა იმაზე, რის ფასად უჯდება ცოლს გენიალური ქმრის ატანა. თანახმა ხართ დაივიწყოთ პატივმოყვარეობა, დათმოთ პრინციპები და ქმრის ჩრდილში იცხოვროთ? გაგაცნობთ იმ ისტორიულ პიროვნებებს, რომელთაც ცოლები ყველაფერს აძლევდნენ, მათ შორის - სიცოცხლესაც.

ალექსანდრ ბლოკი, უდიდესი რუსი პოეტი სიმბოლისტი.

როგორ მოხვდა სიაში: ძალიან ღრმად შეტოპა სურვილით, განეცალკევებინა ბუზი კატლეტისგან, სექსი - სიყვარულისგან.

"მეშინია შენთან შეხვედრის. შენზე საშიშს არავის შევხვედრივარ", - დაწერა ერთხელ ბლოკმა და წინათგრძნობამ არ უღალატა. ყოველ შემთხვევაში - ამ სტროფის პირველ წინადადებაში. მიუხედავად იმისა, რომ ლუბოჩკა მენდელეევა სიყვარულით შეირთო, ბლოკი სამუდამოდ ჩარჩა მოზარდობის ასაკში, როდესაც ბიჭუნა ერთ გოგონას აღმერთებს, მეორესთან კი, რომელიც ადვილი შესაბმელია, ძირითადად სექსი აინტერესებს. ბლოკი ცოლქმრული მოვალეობის შესრულების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ქორწილის შემდეგ მთელი წელი არ მიჰკარებია ცოლს, თავს მეძავი ქალებით იკმაყოფილებდა. შემდეგ ლუბამ მაინც მოახერხა ქმრის "ცდუნება", მაგრამ პოეტი ძირითადად მაინც "სულიერ სიახლოვეს" ამჯობინებდა, რომ... გული არ გატეხოდა, არ გადაეყვარებინა იგი. ეროტიკულ დაძაბულობას პირველივე შემხვედრთან იხსნიდა, მაგრამ არა ლუბასთან და არც ფიქრობდა, ეს ფაქტი მეუღლისთვის დაემალა.

ალბერტ აინშტაინი - ფარდობითობის თეორიის ავტორი

როგორ მოხვდა სიაში: გამუდმებით ერეოდა ერთმანეთში ღვთის საჩუქარი და ერბოკვერცხი, ცოლი და მოსამსახურე.

უდიდეს ფიზიკოსს არ დაეზარა მთელი მანიფესტის შეთხზვა, რომელიც გადმოსცემდა მის ურთიერთობას პირველ ცოლთან. ასე ვთქვათ, დრო გამონახა სამეცნიერო მუშაობასა და გვერდზე გაბმულ ინტრიგებს შორის. ალბერტს უნდოდა როგორმე დაერეგულირებინა მეუღლესთან არეული ურთიერთობა, რომ ბავშვებს გული არ სტკენოდათ. მაგრამ... თავად განსაჯეთ: თანაცხოვრების მეთერთმეტე წელს ალბერტის მეუღლე მილევა მარიჩმა ქმრისგან მოთხოვნების სია მიიღო.

მას ყურადღება უნდა მიექცია, რომ დიდი ფიზიკოსი ყოველთვის მოწესრიგებული ყოფილიყო, ალბერტი დღეში სამჯერ უნდა გამოეკვება, ქმარი არ უნდა დაემცირებინა ბავშვების წინაშე - სიტყვებით ან მოქმედებით. თითქოს ამ პუნქტებში გასაკვირი არაფერია. მაგრამ შემდეგ მოდის: აინშტაინმა ვეტო დაადო ცოლქმრულ ცხოვრებას. მილევა არ უნდა დალოდებოდა ქმრისგან ინტიმურ სიახლოვეს ან საყვედური ეთქვა იმისთვის, რომ მათ შორის არ არსებობდა ფიზიკური სიახლოვე. იმასაც უნდა დასჯერებოდა, რომ ამიერიდან მისი ქმარი არ იჯდებოდა მასთან ერთად სახლში და ერთადაც არ იმოგზაურებდნენ. აგრეთვე არ უნდა ჰქონოდა იმის ილუზია, თუ ვინ იყო შინ ოჯახის უფროსი. ამაზე მიუთითებს შემდგომი ორი მოთხოვნა: "თქვენ უნდა გაჩუმდეთ, თუკი ამას მე გთხოვთ" და "თქვენ უნდა დატოვოთ საძინებელი ან კაბინეტი მაშინვე, პრეტენზიის გარეშე, თუკი მე ეს მინდა".

განა გასაკვირია, რომ ეს ქორწინება კრახით დასრულდა?

კარლ გუსტავ იუნგი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის დამაარსებელი

როგორ მოხვდა სიაში: არა მარტო დაჟინებით სთავაზობდა თავის კლიენტებს პოლიგამიას, როგორც პანაცეას ყველა დაავადებისგან, არამედ თვითონაც ცდილობდა აქტიურად გამოეყენებინა ეს მეთოდი.

ფროიდის სახელგანთქმული მოწაფე მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული და თავის კანონიერ მეუღლესთან 50 წელზე მეტი იცხოვრა. ემა რაუშენბახმა მეუღლეს ოთხი ქალიშვილი და ვაჟი გაუჩინა, მაგრამ იყო კი ბედნიერი? უდიდეს ფსიქოლოგთან ერთად ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა - რაც უფრო დიდხანს გრძელდებოდა მათი თანაცხოვრება, მით უფრო საშიში ხდებოდა ზღაპარი. იუნგი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით სარგებლობდა და სასარგებლოს სასიამოვნოსთან შერწყმა შეეძლო, ინტიმურ ურთიერთობაში შედიოდა კლიენტებთან, რომლებიც მასთან ანალიზზე მიდიოდნენ. საბინა შპილი რეი, რომელიც ფილმში "საშიში მეთოდი" კირა ნაიტლიმ განასახიერა, ერთადერთი პაციენტი არ ყოფილა, რომელსაც კარლი დაუახლოვდა.

საბინას გარდა, რომელმაც, სხვათა შორის, ფროიდიც მოხიბლა, კიდევ ბევრი არსებობდა, მათ შორის ფროილაინ ანტონია ვოლფი. იუნგის სიტყვებით რომ ვთქვათ, "შესანიშნავი, ჭკვიანი, რომელიც კარგად გრძნობდა რელიგიასა და ფილოსოფიას", და, რა თქმა უნდა, თავად მეფე გუსტავს.

სწორედ ანტონიასთან ერთად მუშაობდა ფსიქოლოგი კოლექტიურ ცნობადაკარგულობაზე და... შეიცნო "სექსუალურობის მისტიკური მნიშვნელობა" - ამ იდეის ცოლთან ერთად განხორციელება, რომელმაც მას ხუთი შვილი აჩუქა, თავში აზრადაც კი არ მოსვლია.

ვიაჩესლავ მოლოტოვი, პოლიტიკური მოღვაწე.

როგორ მოხვდა სიაში: ცოლის დაპატიმრების უფლება მისცა, ისე, რომ არც კი გაუპროტესტებია ეს ფაქტი.

პოლინა ჟემჩუჟნაია ძალიან აღიზიანებდა ამხანაგ სტალინს მინიმუმ ორი მიზეზის გამო. პირველი - ნადეჟდა ალილუევასთან მეგობრობდა და ხალხის ბელადი მიიჩნევდა, რომ სწორედ ეს ქალი ახდენდა ყველაზე ცუდ გავლენას მის ცოლზე და, რაც მთავარია, პოლინას ცოლის სიკვდილში სდებდა ბრალს. ქმართან მორიგი ჩხუბის შემდეგ ნადეჟდა პოლინასთან ერთად ღამით კრემლის გარშემო სეირნობდა. მეგობარს ისიც შესჩივლა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, გაყრას გეგმავდა. იმავე ღამეს ტყვიით მოიკლა თავი... მეორეც: პოლინაში ყველაფერი "ძალიან" იყო - ძალიან მებრძოლი, ძალიან ამბიციური, ძალიან ჭკვიანი... რომ არ არსებობდეს ანდაზა, რომ მამაკაცი - თავია, ქალი - კისერი, მაშინ ეს გამოთქმა სპეციალურად პოლინასთვის უნდა გამოეგონებინათ. იგი ქმარს თავის ჭკუაზე ატრიალებდა და დამოუკიდებელი კარიერის მოწყობასაც ახერხებდა. იოსებ ბესარიონოვიჩმა რამდენჯერმე ურჩია ვიაჩესლავ მიხაილოვიჩს... ცოლს გაყროდა! მოლოტოვმა ბელადის რეკომენდაციას ყური არ ათხოვა და მაშინ რეპრესიები დაიწყო. ჟემჩუჩნაია ცეკას კანდიდატობიდან გარიცხეს, შემდეგ სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს.

მიუხედავად იმისა, რომ ცოლი ძალიან უყვარდა, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩმა არც კი გააპროტესტა. "მე პოლიტბიუროს წევრი ვარ და ვალდებული ვიყავი, პარტიულ დისციპლინას დავმორჩილებოდი... მე დავემორჩილე პოლიტბიუროს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩემი ცოლი საქმისთვის უნდა ჩამოეშორებინათ", - ასე ახსნა მოლოტოვმა თავისი მოქმედება.

მოგვიანებით მოლოტოვი ასე იხსენებდა თავის მეუღლეს: "მე წილად მხვდა დიდი ბედნიერება, რომ პოლინა ჩემი მეუღლე ყოფილიყო. გულწრფელი და ჭკვიანი, იგი ნამდვილი ბოლშევიკი იყო, ნამდვილი საბჭოთა ადამიანი. მან ჩემ გამო მძიმე ცხოვრება გამოიარა. მძიმე პერიოდში დიდად დაზარალდა, მაგრამ ყველაფერი გააცნობიერა და არა მარტო არ ლანძღავდა სტალინს, არამედ სტალინზე ცუდის გაგონებაც კი არ უნდოდა".

ჰენრიხ VIII, ინგლისის მეფე

როგორ მოხვდა სიაში: ცოლებს ისე ექცეოდა, როგორც საჭირო მასალას და მობეზრებულებს თავიდან იცილებდა.

ამ ბრიტანელი მონარქის ყველა ცოლის დამახსოვრება, რომელიც ექვსჯერ იყო ოფიციალურად დაქორწინებული, საკმაოდ ძნელია. ინგლისელ მოსწავლეებს ასე ასწავლიან ამ მონაკვეთს: "გაეყარა - სიკვდილით დასაჯა - გაეყარა - სიკვდილით დასაჯა".

როგორც ჩანს, ტიუდორების დინასტიის მეორე წარმომადგენელს მალე უცივდებოდა გული იმისადმი, რასაც იღებდა (და სულაც არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ძალისხმევას ხარჯავდა ამ მიზნის მისაღწევად). იმისათვის, რომ ანა ბოლეინზე ექორწინა, რომელიც მის საყვარლობაზე უარს ამბობდა, მეფე ხანგრძლივ განქორწინების პროცესში ჩაერთო პირველ ცოლ ეკატერინა არაგონელთან (შვიდი წელი მიმდინარეობდა პროცესი), ვატიკანი გადაიკიდა და ინგლისური ეკლესია რომისგან გამოაცალკევა. ასეთი დიდი ძალისხმევით მოპოვებულ ქალს სულ რაღაც სამ წელიწადში ღალატი დააბრალა და ეშაფოტზე გაგზავნა. ამბობენ, ამის მიზეზი ის იყო, რომ ანამ ქალიშვილი გაუჩინა, არადა, მეფე მემკვიდრეზე ოცნებობდა - ერთი გოგო უკვე ჰყავდა.

მერე ჯეინ სეიმურს გაუმიჯნურდა და ანას სიკვდილით დასჯიდან ერთ კვირაში ახლა მასზე იქორწინა. ჯეინი მშობიარობისას გარდაიცვალა. როცა მეფეს ჰკითხეს, რომელი გადაერჩინათ - დედა თუ შვილი, მან უპასუხა: "ბავშვს უშველეთ. ქალს იმდენს ვიშოვი, რამდენიც მომინდება..."

შემდეგი ქორწინება პორტრეტის გამო არ შედგა - ანა კლევსკის პორტრეტი მონარქს მოეწონა, თვით პატარძალი კი ნაკლებად. ასე რომ, თითქმის ნახევარ წელიწადში ქორწინება გაუქმდა.

მეხუთე ცოლი ეკატერინა ჰოვარდი (მეორე ცოლის ბიძაშვილი) ღალატში ამხილეს და სიკვდილით დასაჯეს. ყველაზე მეტად ეკატერინა პარს გაუმართლა, რომელმაც თავის ქმარზე მეტ ხანს იცოცხლა.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს