55 წლის თუთიყუშმა გარდაცვალებამდე ყველას ჯანმრთელობა უსურვა

55 წლის თუთიყუშმა გარდაცვალებამდე ყველას ჯანმრთელობა უსურვა

55 წლის თუთიყუშმა, ტარბუმ გარდაცვალებამდე ყველას ჯანმრთელობა უსურვა. აფრიკული ნაცრისფერი თუთიყუში ასაკის გამო არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანშიშესული ფრინველი.

ის 89 წლის ბრიტანელ ნინა მორგანს ეკუთვნოდა. პატრონის განცხადებით, თუთიყუშის ბოლო სიტყვები "იყავით ჯანმრთელები!" იყო. მორგანი აღნიშნავს, რომ უკვე ავადმყოფმა თუთიყუშმა დილით ჩვეული "მისასალმებელი" სიმღერაც კი ვერ შეასრულა.

მორგანის თქმით, ტარბუმ ამდენ ხანს იმიტომ იცხოვრა, რომ ანებივრებდნენ, მის საყვარელ შოკოლადს აჭმევდნენ და ყოველ საღამოს სერიალების ყურების უფლებას აძლევდნენ.

ტარბუ მის ხანშიშესულ პატრონს ეხმარებოდა, ვინაიდან 89 წლის მორგანს სმენა დაქვეითებული აქვს.

"ძალიან ჭკვიანი ჩიტი იყო. მისთვის ლაპარაკი არავის უსწავლებია, ყველაფერი თავად აითვისა", - განაცხადა მორგანმა.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს