გორში გამართულ საპროტესტო აქციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის სამსახურის თანამშრომელი, დავით ჭელიძე შეუერთდა და განაცხადა, რომ სამსახური დატოვა. მან სხვა პირებსაც მსგავსი ქმედებისკენ მოუწოდა.
აქცია გორის თეატრის ეზოში "ქართული ოცნების" ორგანიზებით გაიმართა. შეკრებას "ახალი მემარჯვენეების", კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ლიდერები და სხვა პირებიც ესწრებოდნენ.