კლეპტომანი კატა

კლეპტომანი კატა

კლეპტომანი კატა დენისი მეზობლებს ტანსაცმელს პარავს და პატრონთან, ლესლი ნიუმანთან მიაქვს.

დენისი მეზობლებს პარავს საცვლებს, წინდებს, საბავშვო სათამაშოებს, შემდეგ კი ეს ნივთები სახლში, სპეციალურად მისთვის გაკეთებული პატარა გასასვლელით შეაქვს.

შინაური ცხოველის დანაშაულის მსხვერპლნი ხშირად მიდიან ნიუმანის სახლში, ლუტონში, როდესაც მათი ნივთები უგზო-უკვლოდ იკარგება. ლესლი ყველაფერს უკან აბრუნებს.

ცხოველი დანაშაულის ადგილზე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

კატის პატრონის თქმით, მას უკვე ცხოველის მოპარული ნივთებით სავსე 2 ყუთი აქვს. დენისის მიერ მოპარულ ნივთებს შორის ყველაზე ფასეული ფრედ პერის პოლოს მოკლე შარვალი იყო. ლესლის განცხადებით, მან კატა ქურდობას ვერაფრით გადააჩვია.

"დენისი ექვსი კვირის იყო, როდესაც შინ მოვიყვანე. როდესაც კასტრირება გავუკეთე, უფლება მივეცი სახლიდან გასულიყო და გარეთ ესეირნა. ერთი კვირის შემდეგ სახლში ნივთების მოზიდვა დაიწყო. ერთხელ დენისმა ქალს ფეხსაცმელები მოპარა. ის ქალი მოვძებნე. აღმოჩნდა, რომ ჩემმა კატამ ფეხსაცმელები ლამის 2 მეტრიან ღობეზე გადაატარა", - აცხადებს ლესლი.

კლეპტომან კატას ყველაფერი შინ მოაქვს

კლეპტომან კატას ყველაფერი შინ მოაქვს

კლეპტომან კატას ყველაფერი შინ მოაქვს

კლეპტომან კატას ყველაფერი შინ მოაქვს

იხილეთ ვიდეო: კლეპტომანი კატა მეზობლების სახლებს ქურდავს

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს