მსოფლიო ბაზარზე ჩაი გაძვირდა

მსოფლიო ბაზარზე ჩაი გაძვირდა

მსოფლიო ბაზარზე ჩაი გაძვირდა. ექსპერტების შეფასებით, გაძვირების მიზეზი ინდოეთია, რომელიც ჩაის წარმოების მსოფლიო ლიდერია და სადაც ჩაის მოსავალი საგრძნობლად შემცირდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო პერიოდში ინდოეთში ჩაის წარმოება 11,4%-ით შემცირდა, რაც, თავის მხრივ, ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებს უკავშირდება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩაის მაღაზიებში ჩაი 10-15%-ით გაძვირდა.

ქართულ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი იმპორტირებულ ჩაის უჭირავს, თუმცა, ჯერჯერობით, ჩაის ქართულ ბაზარზე ფასები უცვლელია. მწარმოებლების ნაწილის თქმით, თუ საერთაშორისო დინამიკა ზრდისკენ წავიდა, იმპორტირებული ჩაის ფასი გაიზრდება. თუმცა, ეს არ იქნება ნახტომისებური გაძვირება. მწარმოებლების ვარაუდით, იმპორტირებული ჩაი, შესაძლოა, 10-დან 20 თეთრამდე გაძვირდეს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ