იოკო ონომ Pussy Riot-ი ჯონ ლენონის პრემიით დააჯილდოვა

იოკო ონომ Pussy Riot-ი ჯონ ლენონის პრემიით დააჯილდოვა

მხატვარმა და მომღერალმა იოკო ონომ რუსულ ჯგუფ Pussy Riot-ს მსოფლიო პრემია მიანიჭა, რომელიც მან საკუთარი ქმრის, ჯონ-ლენონის ხსოვნის პატივსაცემად დააარსა.

ჯილდოს 21 სექტემბერს ნიუ-იორკში ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას მეუღლე პეტრ ვერზილოვი მიიღებს. ონო მას პრემიას აშშ-ში უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის დირექტორთან, სიუზან ნოსელთან (Suzanne Nossel) ერთად გადასცემს. ონოს თქმით, მან გადაწყვიტა ჯგუფის წევრები თვითგამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის დაეჯილდოვებინა.

Pussy Riot-ის გარდა, ჯილდო კიდევ ოთხმა ადამიანმა მიიღო: 2003 წელს დაღუპულმა ამერიკელმა აქტივისტმა რეიჩელ კორიმ (Rachel Corrie), რომელიც ისრაელში პალესტინელების უფლებებისთვის იბრძოდა, გარდაცვლილმა მწერალმა კრისტოფერ ჰიტჩენსმა (Christopher Hitchens) და აქტივისტმა და 2004 წელს გამოცემული წიგნის "Confessions of an Economic Hit Man"-ის ავტორმა ჯონ პერკინსმა (John Perkins). მეხუთე ლაურეატის სახელი უცნობია.

ლენონ-ონოს პრემია 2002 წლიდან მოყოლებული ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლ აქტივისტებს გადაეცემათ.

Pussy Riot-ის სამ წევრს 17 აგვისტოს მოსკოვის ხამოვნიჩის სასამართლომ მაცხოვრის ტაძარში მოწყობილი აქციისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს