მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი ბინაში ცხოვრობს

მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი ბინაში ცხოვრობს

მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი, რომელიც კი სახლში ბინადრობს, უზარმაზარი პითონი, სახელად მედუზაა. 8 წლის პითონი 7.5 მეტრი სიგრძისაა და 135 კილოგრამს იწონის;

მისურის შტატის ქალაქ კანზას-სიტიში მცხოვრები პითონი უკვე შევიდა მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე დიდი გველი, რომელსაც კი ტყვეობაში უცხოვრია. გველის ძირითადი საკვებია რამდენიმე კურდღლი, ღორი და ირემი, რომლითაც ყოველ 2 კვირაში ერთხელ ნაყრდება. გასართობი ცენტრის Edge of Hell-ის მწვრთნელი ლარი ელგარი აცხადებს, რომ პითონი მას არ აშინებს.

"არ მეშინია, მაგრამ გაცნობიერებული მაქვს, რომ მას ჩემი მოკვლა ნებისმიერ წამს შეუძლია", - აცხადებს ლარი.

ყველაზე დიდი პითონი მედუზა

ყველაზე დიდი პითონი მედუზა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს