მამასახლისები ოპოზიციონერ დევნილებს ნეკნების ჩამტვრევით ემუქრებიან

მამასახლისები ოპოზიციონერ დევნილებს ნეკნების ჩამტვრევით ემუქრებიან

ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები ცოლ-ქმარი იუზა თვალიაშვილი და ვალია თუაევა მამასახლისს, ვანო მიდოდაშვილს მუქარაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, თუ ისინი არჩევნებში ხმის მისაცემად მივლენ, მიდოდაშვილი მათ ნეკნების ჩამტვრევით ემუქრება. იუზა თვალიაშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე შენიშნეს.

ვალია თუაევას განცხადებით, ერთ-ერთი მამასახლისი სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მას საკუთარ დასახლებაში ოპოზიციონერების აქტიურობა "გამოეპარა".

ცოლ-ქმარი პოლიციამ უკვე დაკითხა. ვანო მიდოდაშვილი კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორად გადაიყვანეს.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა