სოფელ წყაროსთავში თინათინ ხიდაშელის საარჩევნო შტაბის წევრი დააკავეს

სოფელ წყაროსთავში თინათინ ხიდაშელის საარჩევნო შტაბის წევრი დააკავეს

25 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში თინათინ ხიდაშელის საარჩევნო შტაბის კიდევ ერთი წევრი ზაქარია გაგნიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნებიდან" აცნობეს. მათივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის სამი "პიკაპი" "ქართული ოცნების" ოფისთან მოძრაობდა და შტაბის სხვა წევრების დაკავებას ცდილობდა.

"ამ დრომდე უცნობია ზაქარია გაგნიაშვილის ადგილსამყოფელი და დაკავების მიზეზი. ეს საგარეჯოს შტაბის წევრების უმიზეზოდ დაკავების უკვე მეოთხე შემთხვევაა",-ნათქვამია "ქართული ოცნების" ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა