ელიზაბეტ მეორემ უორჰოლის ოთხი ნამუშევარი შეიძინა

ელიზაბეტ მეორემ უორჰოლის ოთხი ნამუშევარი შეიძინა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II სამეფო კოლექციისთვის ენდი უორჰოლის 4 ნამუშევარი  შეიძინა.

1985 წელს შექმნილი ეს სერია ხელოვანის ბოლო ნამუშევარია. მხატვარმა პორტრეტები დედოფლის 1977 წელს გადაღებული ფოტოების მიხედვით შექმნა. ისინი ე.წ. "სამეფო" სერიის  ("მმართველი დედოფლები") ნაწილად იქცნენ: ელიზაბეტის გარდა, პოპ-არტის მეფემ ნიდერლანდების, დანიის და სვაზილენდის დედოფლები გამოსახა. ამ სერიის ყველა ნახატს ბრილიანტის ნამსხვრევი და გატეხილი მინა აქვს მოფანტული.

პორტრეტები დედოფლის ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებით შეიძინეს. ისინი "დედოფალი: მონარქების პორტრეტები" ექსპოზიციაში შევა. გამოფენა უინძორის სასახლეში 23 ნოემბრიდან 2013 წლის ივნისამდე ჩატარდება.

სამეფო კოლექცია, რომელსაც ბრიტანელი მონარქები ხუთი საუკუნის განმავლობაში აგროვებდნენ, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს კოლექციას წარმოადგენს. ექსპონატების უდიდესი ნაწილი სამეფო ოჯახის რეზიდენციებში ინახება.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს