არალეგალი მამაკაცი მანქანის სავარძელში ”ჩაეკერა”

არალეგალი მამაკაცი მანქანის სავარძელში ”ჩაეკერა”

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ გვინეის 20 წლის მოქალაქე დააკავა, რომელიც ესპანეთის საზღვრის გადაკვეთას საბუთების გარეშე ცდილობდა. აფროამერიკელი მამაკაცი მანქანაში, მძღოლის გვერდით არსებული სავარძლის ფიტულში ჩაიმალა. მთელი გზა მასზე მეორე, სათადარიგო მძღოლი იჯდა.

სამალავი შემდეგნაირად იყო მოწყობილი: სავარძლის რბილი ნაწილი სულ ამოეღოთ, ხოლო დატოვებულ რკინის კარკასში არალეგალი მამაკაცი იჯდა.

არალეგალს სამალავიდან გამოსვლაში პოლიციელები დაეხმარნენ. საზღვრის გადაკვეთის ეს ხერხი "ინოვაციურად" შეფასდა. მაროკოს ორი მოქალაქე, რომლებიც არალეგალის საზღვარზე გადაყვანას ცდილობდნენ, პოლიციამ დააკავა.

არალეგალი მამაკაცის აზღვრის გადაკვეთას ავტომობილის სავარძელში ცამალული ცდილობდა

მომზადებულია dailymail.co.ukის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს