პრინცი უილიამი ქეით მიდლტონის მიტოვებას აპირებს

პრინცი უილიამი ქეით მიდლტონის მიტოვებას აპირებს

ბრიტანეთის პრინც უილიამს ქეით მიდლტონის მიტოვება მოუწევს. საქმე ის არის, რომ უილიამი ავღანეთში, სამხედრო სამსახურისთვის უნდა გაემგზავროს, სწორედ იმ ბაზაზე, სადაც მისი ძმა, პრინცი ჰარი მსახურობს.

როგორც showbizspy იუწყება, პრინცი უილიამი ყოველდღე ესაუბრება თავის ძმას და შურს იმ ემოციებისა და შთაბეჭდილებების, რომელსაც პრინცი ჰარი ცხელი წერტილიდან უზიარებს.

პრინცი უილიამი უკვე დაუკავშირდა ბრიტანეთის საომარი ძალების ხელმძღვანელობას ავღანეთში გადაყვანის თხოვნით. არაოფიციალური ინფორმაციით, უილიამმა ოფიციალური პირების გადაწყვეტილებას არ დაუცადა და ძმასთან უკვე გაემგზავრა.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს