საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასები მცირდება

 საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასები მცირდება

რამდენიმეთვიანი გაძვირების შემდეგ საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასები მცირდება. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შემცირებულია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით, რაც უკვე აისახა ქართულ ბაზარზე და საცალო ქსელში საწვავის ფასები ლიტრაზე 3-7 თეთრით შემცირდა.

ამ დროისთვის: სუპერის ტიპის ბენზინი - 2.33 ლარი ღირს ; პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი - 2.26 - 2.28 ლარია; ევრო რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი - 2.12 - 2.17 ლარს შეადგენს; რეგულარის ტიპის ბენზინი - 2.12 ლარი ღირს; ევრო დიზელი - 2.30 - 2,33 ლარი, ხოლო დიზელის ფასი (ლ-62) - 2.10 - 2.15 ლარია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ