თევზი გამჭვირვალე შუბლით

თევზი გამჭვირვალე შუბლით

პატარაპირა მაკროპინა, იგივე კასრისთვალა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური თევზია. ის წყნარ ოკეანეში ფსკერიდან 500-800 მეტრის სიმაღლეზე ბინადრობს. მაკროპინას გამჭვირვალე შუბლი აქვს, რომლის შიგნით მისი თვალები მოჩანს, ისინი ორ მწვანე ნახევარსფეროს ჰგავს.

პირს ზემოთ არსებული ხვრელები ხშირად მხედველობის ორგანოში ეშლებათ, თუმცა ისინი თევზის ნესტოებია.

თვალები, რომლებიც მაკროპინას შუბლში აქვს მოთავსებული, მუდამ მაღლაა მიმართული, რისი მეშვეობითაც თევზი ხედავს, რა ხდება მის თავს ზემოთ, ხოლო გამჭვირვალე შუბლის დახმარებით, მას უკან ხედვაც შეუძლია. სწორედ ამის წყალობით, არცერთ მტაცებელ თევზს არ შეუძლია უკნიდან მიპარვა და მისი გამოჭერა.

თევზის ამ სახეობის შესწავლა მხოლოდ წყალქვეშ, მის ბუნებრივ გარემოშია შესაძლებელი, რადგან გადაადგილების დროს წნევის ცვალებადობის გამო მაკროპინას გარსი ირღვევა და თევზი კვდება.

თევზი გამჭვირვალე შუბლით

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს