ჭამეთ დღეში 9-ჯერ და გახდებით

ჭამეთ დღეში 9-ჯერ და გახდებით

იმისთვის, რომ წონაში დავიკლოთ, დღეში ცხრაჯერ უნდა ვჭამოთ. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ დღეში ცხრაჯერ მცირე ულუფებით ჭამა ქოლესტერინის შემცირებასა და წონაში დაკლებას უწყობს ხელს.

ლონდონის Imperial College-ს მეცნიერები 2 000 ადამიანს დააკვირდნენ. დიეტაზე მყოფი ადამიანების ნაწილი დღეში 6-ჯერ იღებდა საკვებს, დანარჩენები კი უფრო ხშირად. ყველა მათგანმა მთლიანობაში ერთი რაოდენობის კალორიები მიიღო. შედეგმა აჩვენა, რომ პირველ ჯგუფს სისხლის მაღალი წნევა აღენიშნებოდა. ხოლო ისინი, ვინც საკვები პატარა ულუფებად დაყვეს და დღეში 9-ჯერ მიიღეს, უფრო მხნედ გრძნობდნენ თავს და შიმშილის გრძნობა არ აწუხებდათ.

როგორც კვლევა ადასტურებს, საუზმეზე, სადილსა და ლანჩზე უარის თქმა ადამიანის ჯანმრთელობაზე დამანგრევლად მოქმედებს და ჭარბი წონის პრობლემებიც იჩენს თავს.

Imperial College-ს მეცნიერებმა მონაწილეებს 300 კალორიისგან შემდგარი პროდუქტები მიაწოდეს, რომელიც ქათმის მცირე ულუფის, ბრინჯისა და ბოსტნეულისგან შედგებოდა. მეცნიერების მტკიცებით, აქ ფსიქოლოგიური მომენტიც მოქმედებს - როდესაც იცი, რომ კიდევ შეგიძლია მიირთვა, ცოტას ჭამ, მაგრამ როცა დღის განმავლობაში დაუგეგმავად "შემთხვევით" ისადილებ, ტვინი ვერ აცნობიერებს, როდის მოვა შემდეგი სადილის დრო და ერთგვარი გადარჩენის მექანიზმი ირთვება, რომელიც პიროვნებას აიძულებს, მარაგის სახით ბევრი ჭამოს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს