ბაზარი წყალში

ბაზარი წყალში

გერმანიაში, შპრივალდის რეგიონში 200 ირიგაციის არხია და შესაბამისად, ფერმერებს გოგრების ბაზარში გატანა ნავით უწევთ.

ათასობით ტურისტი რეგიონს ყოველ წელს სტუმრობს. როგორც ფერმერი ჰარალდ უენსკე ამბობს, გოგრები ჰელოუინის დღესასწაულზე განსაკუთრებით კარგად იყიდება.

შპრივალდი ბერლინიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. რეგიონის მოსახლეობა ტურიზმზეა ორიენტირებული. ტერიტორიაზე დაახლოებით 18 000 სახეობის მცენარე და ცხოველი შეგხვდებათ. 1991 წელს შპრივალდი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. შპრივალდში უამრავი ქარხანაა, სადაც ყველა სახის ბოსტნეულს ამუშავებენ, აგრეთვე ფუნქციონირებს ლუდის ქარხანა და ტრადიციული საუნა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს