ვინც ლესბოსელ ქალს ცოლად მოიყვანს, სიმამრი 65 მილიონს აჩუქებს

ვინც ლესბოსელ ქალს ცოლად მოიყვანს, სიმამრი 65 მილიონს აჩუქებს

ჰონგკონგელი უძრავი ქონების მაგნატი, მილიარდერი სესილ ჩაო ნებისმიერ მამაკაცს, რომელიც შეძლებს მისი ლესბოსელი ქალიშვილის ცოლად მოყვანას, 65 მილიონ დოლარს აჩუქებს.

მილიარდერის ქალიშვილმა, 33 წლის გიგი ჩაომ მანჩესტერის უნივერსიტეტი დაამთავრა. ის ლესბოსელია და საფრანგეთში რამდენიმე კვირის წინ ქალზე დაქორწინდა, რომელთანაც ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. ქალიშვილის საქციელმა მილიარდერი მამა იმდენად გააცოფა, გადაწყვიტა შვილისთვის მამაკაცი თავად მოძებნოს.

"არ მაინტერესებს კაცი მდიდარია, თუ ღარიბი. მას მხოლოდ კეთილშობილება მოეთხოვება. ქალიშვილის გათხოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ჩემი გოგონა კარგი ადამიანია. ის ძალიან ნიჭიერია და მშობლებისადმი ერთგული", - განაცხადა ჩაომ.

მომზადებულია towleroad.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს