ტოსტერი, რომელიც ამინდის პროგნოზს აჩვენებს

ტოსტერი, რომელიც ამინდის პროგნოზს აჩვენებს

როდესაც დილით სამსახურში მიდიხართ, ხშირად აღარ გრჩებათ იმის დრო, რომ გარეთ გაიხედოთ და ამინდი გადაამოწმოთ. ამიტომ ამინდის შესაბამისად ჩაცმას ვერ ახერხებთ. ეს პრობლემა ფრანგმა კონსტრუქტორმა, ნათან ბრონშტეინმა გადაწყვიტა.

ნათანმა შექმნა ტოსტერი, რომელსაც დამონტაჟებული აქვს თერმომეტრი, რომლის მეშვეობით  ტოსტერს ამინდის დადგენა შეუძლია. იმისათვის, რომ პროგნოზი შეიტყოთ, საჭიროა ტოსტერში პური მოათავსოთ. ტოსტერი ამინდის პროგნოზს თქვენს პურზე ამოწვავს. თუ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაშინ თქვენს პურზე ღრუბლების და წვიმის ნახატი გაჩნდება, ხოლო მზიანი ამინდის შემთხვევაში, მზე გამოისახება. 

ტოსტერი რომელიც ამინდის პროგნოზს შეგატყობინებთ

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს