კახეთის ყველა გამგებელი შვებულებაშია

კახეთის ყველა გამგებელი შვებულებაშია

კახეთის რეგიონში თითქმის ყველა რაიონის გამგებელი და მათი პირველი მოადგილე შვებულებაშია. გამგებლების გარდა შვებულებაში არიან გამგეობებს დაქვემდებარებული საჯარო სამსახურის თანამშრომლები. ისინი ოფიციალურად "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული. მედიისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინფორმაციით, თვითმმართველი ორგანოები შეფერხებით მუშაობენ, თუმცა სამსახურების პარალიზება არ მომხდარა.

ლაგოდეხში გამგებლის გარდა, შვებულებაშია გამგეობის 18 თანამშრომელი და 21 სპეციალისტი სოფლის საკრებულოებში. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი წვერავას განცხადებით,  40-მდე საჯარო მოხელის ერთდროულად შვებულებაშია გაშვება საგანგაშო არ არის.

სრული ვერსია

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა