ოთხი წლის ბიჭუნამ მანქანა გაიტაცა

ოთხი წლის ბიჭუნამ მანქანა გაიტაცა

შვედეთში ოთხი წლის ბიჭუნამ დედის მანქანა გაიტაცა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ქალს ეძინა. ბავშვმა გასაღების აღება, ქუჩაში გასვლა, მანქანაში ჩაჯდომა, მისი დაქოქვა და დაძვრა მოახერხა. ბიჭუნამ თითქმის 500 მეტრი გაიარა და ორჯერ მოუხვია, ბოლოს კი სატვირთო მანქანას შეეჯახა.

ადგილზე პოლიცია მივიდა. ბავშვი სახლში წაიყვანეს. როდესაც ბიჭუნას დედას უთხრეს, რომ მისმა ვაჟმა მანქანა გაიტაცა და თითქმის ნახევარი კილომეტრი გაიარა, არ დაიჯერა. ქალმა განაცხადა, რომ მის შვილს ავტომობილი არასდროს უმართია. შეჯახების შედეგად ბავშვი არ დაშავებულა.

პოლიცია დედა-შვილის წინააღმდეგ სანქციებს არ განახორციელებს.

მომზადებულია The Local-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს