სოფელ მატანში ზურაბ ზვიადაურის ბანერი ჩამოხსნეს

სოფელ მატანში ზურაბ ზვიადაურის ბანერი ჩამოხსნეს

ახმეტის რაიონის სოფელ მატანში, გვიან ღამით, უცნობმა პირებმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ზვიადაურის საარჩევნო ბანერი ჩამოხსნეს.

"ქართული ოცნების" ახმეტის კოორდინატორის, ილია მაისურაძის განცხადებით, გვიან ღამით ნახევარი საათით ელექტროენერგია გაითიშა, შუქი რომ ჩაირთო, ზვიადაურის ბანერი უკვე ჩამოხსნილი იყო.

"როგორც ჩანს, სპეციალურად გამორთეს შუქი, რომ ბანერის ჩამოხსნა არავის დაენახა. ხელს გვიშლიან საარჩევნო კამპანიაში, ეს მარტო მატანში არ ხდება. თითქმის ყველა სოფელში გვიხევენ ზვიადაურის პლაკატებს, განსაკუთრებული აგრესია ახალ პლაკატზე აქვთ, რომელზეც სისხლიანი ხელია გამოსახული და აწერია, "არ ვირჩევ 5-ს," - აცხადებს მაისურაძე.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა