თიანეთში კოალიცია "ქართული ოცნების" 3 წევრი, ალექსანდრე ხუბაშვილი, ალექსი ფილაური და პეტრე ქიტესაშვილი დააკავეს. "ქართული ოცნების" თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, სასამართლომ მათ 25 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.
"მათი დაკავების მიზეზი ფორმალური ბრალდება, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაა. ასეთი ფაქტი არ ყოფილა. თიანეთში სულ 20 საარჩევნო უბანია და სხვადასხვა უბნიდან 5 ადამიანი აიყვანეს", - აცხადებს ქუცნაშვილი.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი