კაცი ვულკანში

კაცი ვულკანში

ახალზელანდიელი ვულკანოლოგი და თავგადასავლების მაძიებელი ჯოფ მაკლი ორ დამხმარესთან ერთად მოქმედ ვულკანში ჩავიდა. მეკლი და მისი ჯგუფი ვულკან მარუმის კრატერში, რომელიც ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს, 1200 ფუტის სიღრმეზე ჩაეშვნენ. ცეცხლოვანი ლავის ტბასთან უშუალო სიახლოვეში გადაღებულმა კადრებმა მთელი მსოფლიო აღტაცებაში მოიყვანა, ხოლო თავად ექსპედიციის ხელმძღვანელმა კი ამ გიჟურ და სახიფათო ექსპერიმენტს "სიურეალური გამოცდილება" უწოდა.

"პროექტის მომზადება-განხორციელებას თხუთმეტი წელი დასჭირდა. როგორც კი ეს ლავა დავინახე, გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა, ახლოს უნდა გავცნობოდი. დღემდე მიკვირს, ჩემზე ადრე რატომ არავის მოუვიდა თავში ეს გაეკეთებინა ", - აცხადებს ჯოფ მაკლი.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Telegraph-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს