კანადელმა კომიკოსებმა პან გი მუნი გააშაყირეს

კანადელმა კომიკოსებმა პან გი მუნი გააშაყირეს

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი სატელეფონო ხუმრობაში გაება. პოლიტიკოსი კანადელი კომიკოსების დუეტმა გააშაყირა, რომლებმაც კანადის პრემიერ-მინისტრის, სტივენ ჰარპერის სახელით პან გი მუნს დაურეკეს და მასთან დაახლოებით ხუთი წუთი ისაუბრეს.

კომიკოსმა, რომელიც ჰარპერის პაროდიას ასრულებდა, პან გი მუნთან ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ნიუ-იორკში ამ კვირაში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის სესიას ვერ დაესწრება, რადგან საკუთარი ვარცხნილობის მოწესრიგებითაა დაკავებული. ასევე მან გაეროს გენერალურ მდივანს სთხოვა, ჰოკეის ეროვნული ლიგის კომისარს ჰერი ბეტმანს მიმართოს და კვებეკის ჰოკეის გუნდის შექმნაში წვლილი შეიტანოს.

პან გი მუნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუმრობის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივანი მას იუმორით შეხვდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მსგავსი ხუმრობები პან გი მუნს დროს ართმევს. იგი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის გამო ძალიან დაკავებულია.

ერთ-ერთი კომიკოსის მარკ-ანტუან ოდეტის თქმით, პან გი მუნთან დარეკვა საკმაოდ სწრაფად მოახერხეს. "ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამისთვის რამდენიმე დღე დაგვჭირდებოდა",-ამბობს ოდეტი.

მარკ-ანტუან ოდეტი და სებასტენ ტრიუდელი კომიკოსების დუეტ "ნიღბიან შურისმაძიებლებს" წარმოადგენენ. წარსულში მათი მსხვერპლი ნიკოლა სარკოზი, ჟაკ შირაკი, სარა პეილინი, ბილ გეიტსი და სხვა ცნობილი ადამიანები გახდნენ.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს