ბრაზილიელი ქალწულობას ქველმოქმედების მიზნით ყიდის

ბრაზილიელი ქალწულობას ქველმოქმედების მიზნით ყიდის

სამხრეთ ბრაზილის შტატ სანტა-კატარინას მკვიდრმა, 20 წლის სტუდენტმა კატარინა მიგლიორინმა ქველმოქმედების მიზნით საკუთარი ქალწულობა აუქციონზე გასაყიდად  გამოიტანა. ამასთან, სტუდენტი ტელეპროექტში იღებს მონაწილეობას, რომელის ფარგლებშიც ჟურნალისტები მის პირველ სექსუალურ გამოცდილებას დოკუმენტურ ფილმად გადაიღებენ.

ფიზკულტურის ინსტიტუტის სტუდენტი ქალწულობას იმ მამაკაცთან დაკარგავს, რომელიც ვაჭრობის დასრულებამდე, 15 ოქტომბრამდე ყველაზე დიდ თანხას გადაიხდის. დღეისთვის ფასი 155 000 დოლარამდე ავიდა.

შემოსული სახსრების უმეტეს ნაწილს კატარინა არასამთავრობო ორგანიზაციას გადასცემს, რომელიც ღარიბი ოჯახებისთვის მათ მშობლიურ კუთხეში თანამედროვე საცხოვრებელ სახლებს აშენებს.

2 წლის წინ ავსტრალიური კომპანია Thomas William Productions-ის ჟურნალისტები დოკუმენტური ფილმისთვის - "იძებნება ქალწული" მთავარ გმირს ეძებდნენ. სწორედ ეს გმირი გახდა ახალგაზრდა ბრაზილიელი გოგონა.

ფილმის რეჟისორი ტელეპროექტის მონაწილის შთაბეჭდილებებს პირველ სექსუალურ აქტამდე და მის შემდეგ ჩაიწერს.

"მეძავს უკვე მეძახიან, მაგრამ ამას როგორც ბიზნესს, ისე ვუყურებ. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდება, სამაგიეროდ გამიჩნდება შესაძლებლობა გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარო და ჩემი ცხოვრება შევცვალო. ახლა შემიძლია ვიმოგზაურო. მიუხედავად ყველაფრისა, რომანტიკულ გოგონად ვრჩები და ნამდვილი სიყვარულის უწინდებურად მჯერა",-ამბობს კატარინა მიგლიორინი.

სანამ კანდიდატს უმანკო ბრაზილიელამდე მიუშვებენ, იგი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე სამედიცინო გამოკვლევას გაივლის. 

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს