მანანა ბერიკაშვილის ბიძაშვილის სახლში "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდეს

მანანა ბერიკაშვილის ბიძაშვილის სახლში "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდეს

კოალიცია "ქართული ოცნების" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მანანა ბერიკაშვილის ბიძაშვილის სახლში ე.წ "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდეს.

ბერიკაშვილის განცხადებით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ოჯახის წევრებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლეს. შემთხვევა 30 სექტემბერს გამთენბიისას მოხდა.

"ღამის 03:00-დან 04:00 საათამდე პერიოდში უცნობმა პირებმა სოფელ კოლაგში ჩემი ბიძაშვილის, სოსო ბერიკაშვილის სახლში, მეორე სართულზე "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდეს, რომელიც აფეთქდა და ცეცხლი გაჩნდა. მეორე სართულზე იმ დროს არავინ იმყოფებოდა. ამ სახლში ხშირად ვრჩები ხოლმე, გუშინ აქციის შემდეგაც მივედი, მაგრამ არ დავრჩენილვარ", - აცხადებს მანანა ბერიკაშვილი.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა