ბრიტანელი სტუდენტი ვერაფერს ივიწყებს

ბრიტანელი სტუდენტი ვერაფერს ივიწყებს

ავრელიან ჰეიმანი დარემის საგრაფოს უნივერსიტეტის ჩვეულებრივი სტუდენტია. თუმცა 20 წლის ბიჭს ფენომენალური მეხსიერება აქვს. ავრელიანს საკუთარი ცხოვრების ყველა მოვლენა ცხადად ახსოვს.

ჰეიმანი ერთ-ერთია იმ 20 ადამიანიდან, რომლებსაც მსგავსი მეხსიერება აქვთ. ამ ფენომენს ჰიპერთიმეზია, იგივე ზე-მახსოვრობა ქვია. ჰეიმანი ამ სიმპტომის მქონე ერთადერთი ადამიანია ბრიტანეთში.

ავრელიან ჰეიმანს ყოველთვის ასეთი მახსოვრობა არ ჰქონია. მისი განცხადებით, მოვლენების დეტალებში დამახსოვრება მხოლოდ 14 წლიდან დაიწყო.

"როდესაც 14 წლის გავხდი, მივხვდი, რომ რამდენიმე წლის წინ მომხდარი მოვლენების ყველა დეტალის გახსენება შემეძლო", - აცხადებს ავრელიანი.

ჰეიმანს ტესტირება ფსიქოლოგიის პროფესორმა, მაცონიმ ჩაუტარა. ტესტირების შემდეგ დადგინდა, რომ ავრელიანს არა მხოლოდ მოვლენები ახსოვს, არამედ შეუძლია გაიხსენოს, რომელ დღეს რა ამინდი იყო, ვინ რას ამბობდა (სიტყვების თანმიმდევრობის  სრული დაცვით), ვინ რას მიირთმევდა და ეცვა.

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს