საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე ერთ-ერთ დამკვირვებლად საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა ბელორუსის ცსკო-ს თავმჯდომარე, ლიდია ერმოშინა, რომელსაც მსოფლიოს 28 ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.
ლიდია ერმოშინას კარგად იცნობენ ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში. ინტერნეტგამოცემების "Gulfetimes“ -ისა და "Belafen“-ის ცნობით, 2006 წლის 10 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირმა ლიდია ერმოშინა მთავრობის იმ 40- კაციან სიაში შეიყვანა, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ. გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ლუქსემბურგში მიიღეს.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არაფერს შეუშლია ხელი, რომ ლიდია ერმოშინა, თავის სამკაციან დელეგაციასთან ერთად, დამკვირვებლად დაერეგისტრირებინა.
სრული ვერსია