ქეით მიდლტონი ქვედა საცვლის გარეშე

ქეით მიდლტონი ქვედა საცვლის გარეშე

დანიურმა ტაბლოიდმა Se Og Hor-მა ბრიტანეთის პრინც უილიამის მეუღლის, ქეით მიდლტონის შიშველი ფოტოების ახალი სერია გამოაქვეყნა. ფოტოებზე კემბრიჯის ჰერცოგინია ქვედა საცვლის გარეშეა აღბეჭდილი.

პიკანტური კადრები პაპარაცებმა პრინცი უილიამის და მისი მეუღლის პროვანსში დასვენების დროს გადაიღეს. ცნობილია, რომ მსგავსი 200-ზე მეტი ფოტო არსებობს.

წყვილს ფოტოები მეზობლად მდებარე კერძო სახლის აივნიდან გადაუღეს. სურათებზე აღბეჭდილია პირსახოცში გახვეული მიდლტონი როგორ იცვლის საცურაო კოსტუმის ქვედა ნაწილს.

ახლახან დასვენების დროს გადაღებული მიდლტონის მკერდმოშიშვლებული ფოტოები გავრცელდა.

სკანდალური ტალოიდი Se Og Hor-ი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში გამოდის, მეოთხე გამოცემაა, რომელმაც სამეფო წყვილის ექსკლუზიური ფოტოები საკუთარ ჟურნალში დაბეჭდა.

ფრანგულმა სასამართლომ ფოტოების პირველწყაროს, ჟურნალ Closer-ს ფოტომასალების გამოქვეყნების გაგრძელება აუკრძალა. ფოტოების ავტორის ვინაობის დასადგენად მოკვლევა დაიწყო.

მოზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს