ფსიქოლოგები Facebook-ის მეგობრების სიიდან ყოფილი შეყვარებულების ამოშლას გვირჩევენ

ფსიქოლოგები Facebook-ის მეგობრების სიიდან ყოფილი შეყვარებულების ამოშლას გვირჩევენ

ფსიქოლოგები გვირჩევენ, Facebook-ის მეგობრების სიიდან ყოფილი შეყვარებულები და ქმრები ამოვშალოთ.

ლონდონის Brunel-ის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ Facebook-ის მომხმარებელთა ნახევარზე მეტი საკუთარ თავს სერიოზულ პრობლემას უქმნის, როდესაც მეგობრების სიაში ყოფილ პარტნიორს ტოვებს. სოციალური ქსელის დაახლოებით მილიარდზე მეტი მომხმარებელი საიტს ყოფილი პარტნიორების პირადი ცხოვრების სათვალთვალოდ იყენებს; ეს ჯაშუშობა კი პიროვნების ფსიქოლოგიაზე ნეგატიურად აისახება. განსაკუთრებით, თუ ყოფილ პარტნიორისა და მისი ახალი საყვარლის ერთად გადაღებულ ფოტოს აღმოაჩენთ, ან სასიყვარულო შინაარსის სტატუსს იხილავთ.

როგორც ფსიქოლოგი ტარა მარშალი აცხადებს, რომანის დასრულების შემდეგ უმჯობესია Facebook-ის მეგობრების სიიდან ყოფილი შეყვარებულები სასწრაფოდ ამოვშალოთ და გავაცნობიეროთ, რომ ნებისმიერ რომანს დასრულების შემდეგ სტრესი მოჰყვება.

სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა აღიარა, რომ ხშირად სტუმრობს ყოფილი პარტნიორების გვერდს, ათვალიერებს ფოტოებს, რეგულარულად ამოწმებს სტატუსებსა და კომენტარებს. ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ იმ ადამიანებმა, ვინც მეგობრების სიიდან ყოფილი საყვარელი რომანის დასრულების შემდეგ მალევე ამოშალეს, გული შედარებით ნაკლებად ეტკინათ. 

"ურთიერთობის დასრულების შემდეგ ექს-პარტნიორის Facebook-ის მეგობრებში დატოვება სტრესის დაძლევის პროცესს ძალიან აფერხებს", - აცხადებს ფსიქოლოგი ტარა მარშალი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს