ქეით მიდლტონი კაბებს საკუთარი ესკიზებით იკერავს

ქეით მიდლტონი კაბებს საკუთარი ესკიზებით იკერავს

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი საკუთარი ტანისამოსის ესკიზებს თავად ქმნის. ცოტა ხნის წინ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში ვიზიტის დროს ქეითს ყვითელი სარაფანი ეცვა, რომელიც სამეფო ოჯახის მკერავებმა ჰერცოგინიას ესკიზის მიხედვით შეკერეს.

"ქეითმა თავად შეიმუშავა ფერი, სტილი და შეარჩია ქსოვილი, შესაკერად კი რჩევისთვის დედოფლის მკერავებს მიმართა", - აცხადებს Showbiz Spy-ს წყარო.

ქეითი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ანგლსის კუნძულიდან, სადაც სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების ქვედანაყოფი იმყოფება. პრინცი უილიამი სწორედ ამ ქვედანაყოფში მსახურობს.

"ქეითმა და უილიამმა რამდენიმე დღე დაისვენეს, ვიდრე პრინცი ანგლსის კუნძულზე დაბრუნდებოდა, - აცხადებს ბრიტანული ჟურნალის, OK-ის წყარო.

ანგლსის კუნძულზე ჰერცოგსა და ჰერცოგინიას არც სახლის მმართველი ემსახურებათ, არც მზარეული და არც სტილისტი, ამიტომ ქეითს ოფიცრის მეუღლის ყველა მოვალეობის შესრულება დამოუკიდებლად უწევს, მათ შორის მზარეულის, დამლაგებლისა და მკერავის. ჰერცოგინია უილიამს კერძებს საკუთარი დედის რეცეპტებით უმზადებს.

მომზადებულია Showbiz Spy-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს