პოლიტიკური მოვლენები პრობლემებს მსხვილ ბიზნესს შეუქმნის

პოლიტიკური მოვლენები პრობლემებს მსხვილ ბიზნესს შეუქმნის

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები პრობლემებს მსხვილ ბიზნესს შეუქმნის. ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილის ცნობით, გაყიდვები შემცირდება საავტომობილო ბაზარზე, ასევე რეალიზაციის კლების დინამიკა დაფიქსირდება უძრავი ქონებისა და ავეჯის ბაზარზე.

მიზეზად ექსპერტები ფულის დაზოგვის ტენდენციას ასახელებენ. ნაკლებად მოთხოვნადი იქნება სარემონტო სერვისები და შესაბამისად, ეს მოსაპირკეთებელი და სარემონტო მასალების იპმორტიორ და მწარმოებელ კომპანიებზეც აისახება. სპეციალისტები ვარუდობენ, რომ არჩევნების შემდგომ პერიოდში, ვიდრე ქვეყანა ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება, მომხმარებელი ძვირადღირებული პოდუქტების შეძენისგან თავს შეიკავებს. რაც შეეხება პირველადი მოხმარების საგნებს, ექსპერტთა თქმით, კვების პროდუქტებზე ფასების მატებაც რომ დაფიქსირდეს, მოთხოვნა არ შემცირდება, რიგ პროდუქტებზე შესაძლოა, მოიმატოს კიდეც.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ