ამსტერდამის უხუცესი მეძავები - 70 წლის ტყუპი და

ამსტერდამის უხუცესი მეძავები - 70 წლის ტყუპი და

უხუცესმა ჰოლანდიელმა მეძავებმა მოგონებების წიგნი დაწერეს. არც ლუიზა და არც მარტინა ფოკენები არ შეესაბამებიან ამსტერდამის წითელი ფარნების ქუჩის სხვა "ბინადრების" სტერეოტიპს.

ფანჯრებში გამოფენილ მეძავებს შორის ძირითადად ახალგაზრდა და მომხიბვლელი უცხოელები არიან. დები ფოკენები კი 70 წლისანი არიან და თანაც ნამდვილი ჰოლანდიელები.

ისინი გახდნენ მთავარი გმირები ფილმისა "ფოკენების გაცნობა" და დაწერეს წიგნი თავიანთი ცხოვრების შესახებ.

"ოც წელზე ცოტა მეტის ვიყავი, როცა ქმარმა ქუჩაში გამაგდო, - ჰყვება ლუიზა, - მითხრა, რომ თუ ფულს არ ვიშოვიდი, მიმატოვებდა, მე კი შვილებიც მყავდა და მიყვარდა ისინი, ასე რომ, მომიხდა ამ საქმეში ჩართვა".

ორივე დას ჰქონდა ძალადობის, შეურაცხყოფისა და ექსპლუატაციის შემთხვევები, ამ "ბიზნესში" მათი პირველი წლები განსაკუთრებით მძიმე იყო.

ლუიზამ ორი წლის წინ დროებით მიატოვა პროსტიტუცია ართრიტის გამო ("ვეღარ ვიღებდი სათანადო პოზებს"), მაგრამ მისი ცხოვრება ისე გაუარესდა, კვლავ დაუბრუნდა ამ საქმეს.

2000 წელს ქვეყანაში პროსტიტუციის ლეგალიზებამ მეძავების ცხოვრება ვერ გააუმჯობესა. გოგონებმა სახლებში დაიწყეს მუშაობა, ინტერნეტით უთანხმდებიან კლიენტებს, რომ გადასახადების გადახდას აარიდონ თავი... ეს კარგია სუტენიორებისა და ჩამოსულებისთვის და არა ჰოლანდიელი გოგოებისთვის.

როცა მარტინამ გაიგო, რომ ლუიზა მეძავი გახდა, მოუნდა დახმარებოდა დას. "ბორდელში დამლაგებელი სჭირდებოდათ და მარტინა აიყვანეს. კლიენტები მასაც სთხოვდნენ მონაწილეობას და ასე დავიწყეთ სექსი სამმა, ასე ავმუშავდით ერთად", - ჰყვება ლუიზა.

სრულიად გაუგებარია, ნანობენ თუ არა დები იმას, რომ მეძავები გახდნენ. ინტერვიუს დროს მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს სიცილი და ოხუნჯობა, როცა გაიხსენეს ის საშინელი ამბავი, როცა მათმა ოჯახმა გაიგო მათი საქმიანობის შესახებ.

იხილეთ ვიდეო

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს