საბანკო სექტორი სტაბილურობას არჩევნების შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს

საბანკო სექტორი სტაბილურობას არჩევნების შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს

საბანკო სექტორი სტაბილურობას არჩევნების შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს. ეროვნული ბანკის შეფასებით, მოსალოდნელია საკრედიტო აქტივობების ზრდაც. საბანკო სექტორში მაღალი ლიკვიდობა არსებობს, რის გამოც მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში კომერციული ბანკების მიერ სესხების გაცემის ზრდა მოსალოდნელია. ეროვნული ბანკის ვარაუდით, აქტივობის ზრდა საპროცენტო განაკვეთებზე არ აისახება.

ოფიციალური სტატისტიკით, წინა საარჩევნო პერიოდში სესხების გაცემის ტემპის შენელება ფიქსირდებოდა.

ბოლო ანგარიშის თანახმად, საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 2012 წლის აგვისტოს ბოლოს 8,446 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბანკის ცნობით, ივლისთან შედარებით 23 მლნ ლარითაა შემცირებული.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ