ლოს-ანჯელესის მაღაზიებში მარიხუანა გაიყიდება

ლოს-ანჯელესის მაღაზიებში მარიხუანა გაიყიდება

ლოს-ანჯელესის ქალაქის საბჭომ მაღაზიებში სამედიცინო მიზნით მარიხუანის გაყიდვის ნებართვა გასცა.  მარიხუანის ბიზნესით დაინტერესებული ადამიანები მომავალ წელს ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავდნენ და გამოკითხვის მიხედვით, მათ გამარჯვება ელოდათ.

ქალაქის საბჭომ ახლახან მარიხუანის მაღაზიები აკრძალა, რადგან ამ ბიზნესის გაკონტროლება შეუძლებელი იყო. მათ პაციენტებს ნება დართეს, მარიხუანა კოლექტიურად თავად მოეყვანათ, იმ პირობით, რომ ყოველ ასეთ კოლექტივში სამ ადამიანზე მეტი შევიდოდა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს