ანტონიო ბანდერასმა ქალისთვის სუნამო შექმნა

ანტონიო ბანდერასმა ქალისთვის სუნამო შექმნა

52 წლის მსახიობმა ანტონიო ბანდერასმა ქალებისთვის სუნამო შექმნა. მსახიობი მამაკაცებისთვის სუნამოს დიდი ხანია უშვებს და იგი პოპულარობით სარგებლობს. ახლა კი ქალების პარფიუმის გამოშვებაც დაიწყო.

ცეცხლოვანმა მაჩომ ქალის არომატი Her Secret (მისი საიდუმლო) გამოუშვა. სუნამოს არომატი ძალიან მგრძნობიარეა - იგი ეთერზეთებს, სურნელოვან დარიჩინს, წიწაკას, ტკბილ ვანილს და ტუბეროზას აერთიანებს. ფლაკონიც ყურადღებას იპყრობს: ქალური ოვალური ფორმა შავი სახურავით და ნათელი ვარდისფერი შიგთავსით. გარდა ამისა, თითოეულ ფლაკონზე პატარა გასაღები კიდია, რომელმაც შემქმნელის ჩანაფიქრით, "მისი საიდუმლო" უნდა გახსნას.

მომზადებულია stvchannel.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს