მამაკაცების 90%-ს არ აინტერესებს ქალის სილამაზის საიდუმლო

მამაკაცების 90%-ს არ აინტერესებს ქალის სილამაზის საიდუმლო

მამაკაცების 90% მიიჩნევს, რომ მისი პარტნიორი ბუნებრივად ლამაზია და ვერ აცნობიერებს, რამდენს მუშაობს საკუთარ თავზე ქალი. სწორი მაკიაჟი, კარგად შერჩეული სამოსი და ათასი სხვა რიტუალი, რომელსაც ქალი ატარებს, მამაკაცისთვის შეუმჩნეველი რჩება.

აღმოჩნდა, რომ მანდილოსნების 27% პარტნიორს და მეგობრებსაც კი თავის მოვლის საიდუმლოებებს უმალავს.

გამოკითხული მამაკაცების უმრავლესობას საერთოდ არ აღელვებს, სილამაზის რა საიდუმლოს მალავს ქალბატონი და რატომ იკეტებიან ისინი სააბაზანოში ნახევარი დღე, მაშინ როცა მანდილოსანი ფიქრობს, რომ თუკი ამ ინფორმაციას დამალავს, ურთიერთობაში ჰარმონიას შეინარჩუნებს.

"ამ საუკუნეშიც კი, როდესაც ძალიან ცოტა რამ დარჩა ტაბუდადებული, უამრავი ქალი მიიჩნევს, რომ სილამაზის საიდუმლო მხოლოდ პირადულია და შეძლებისდაგვარად მალავენ მას", - აცხადებს ფსიქოლოგი რეიჩელ შეტოკ დაუსონი.

ქალების 37% პარტნიორს თმის ბუნებრივ ფერს უმალავს, განსაკუთრებით კი ის მანდილოსნები, რომელთაც თმა ქერად გადაიღებეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს