ყაზგბეგში გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი პარლამენტში დარიალი ჰესის საკითხს დააყენებს

ყაზგბეგში გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი პარლამენტში დარიალი ჰესის საკითხს დააყენებს

"ქართული ოცნების" ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მირიან წიკლაური პარლამენტში შესვლის შემდეგ დარიალი ჰესის მშენებლობით დაინტერესდება.

"ვფიქრობ, ყაზბეგში, დარიალი ჰესის მშენებლობა გარემოს მართლაც უქმნის პრობლემას. პარლამენტში მუშაობის დაწყებისთანავე აუცილებლად მოვითხოვ იმის გარკვევას, ახდენს თუ არა უარყოფით ზეგავლენას ამ ჰესის მშენებლობა. ფაქტობრივად, შესწავლის გარეშე, ძალიან სწრაფ ტემპებში დაიწყო დარიალი ჰესის მშენებლობა. ადგილობრივ მოსახლეობასთან და გარემოს დამცველებთან შეხვედრა ფორმალურ ხასიათს ატარებდა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი მშენებლობა და არ ითვალისწინებდნენ გარემოსდამცველების აზრს. ამიტომ, დღის წესრიგში სერიოზულად უნდა დადგეს ამ საკითხის გარკვევა", - განაცხადა წიკლაურმა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რუსეთ-საქართველოს საზღვართან მიმდინარე დარიალი ჰესის მშენებლობლობის შედეგად მდინარე თერგი 8 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე სადერივაციო არხსა და გვირაბში უნდა მოექცეს. გარემოსდამცველების შეფასებით, ჰესის ამ სახით მშენებლობა და ოპერირება დარიალის ხეობას და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს: რადიკალურად შეიცვლება დარიალის ხეობის ლანდშაფტი და მდინარე თერგში ნაკადულის კალმახი გაქრება.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა