ბარაკ და მიშელ ობამებმა ერთმანეთს ქორწინების იუბილე Twitter-ით მიულოცეს

ბარაკ და მიშელ ობამებმა ერთმანეთს ქორწინების იუბილე Twitter-ით მიულოცეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ Twitter-ში საკუთარი ექაუნთის მეშვეობით მეუღლეს, მიშელ ობამას ქორწინების ოცი წლისთავი მიულოცა. ობამამ სოციალურ ქსელში დაწერა: "ოცი წლის წინ ჩემი ცხოვრების სიყვარულსა და საუკეთესო მეგობარზე დავქორწინდი. გილოცავ, მიშელ" ობამამ Twitter-ში ქორწილის ფოტოც გამოაქვეყნა.

პრეზიდენტს მეუღლემაც საკუთარი Twitter-ით უპასუხა: "გილოცავ ბარაკ. მადლობა იმისთვის, რომ ყოველ დღე არაჩვეულებრივ პარტნიორად, მეგობრად და მამად რჩები. მიყვარხარ!"

ბარაკ და მიშელ ობამა 1992 წლის 3 ოქტომბერს დაქორწინდნენ. მეუღლეებს ორი ქალიშვილი: მალია და ნატაშა ჰყავთ.

ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტი 2008 წელს გახდა. 2012 წელს იგი პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით კენჭს იყრის.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს