შვედეთში ABBA-ს მუზეუმი გაიხსნება

შვედეთში ABBA-ს მუზეუმი გაიხსნება

სტოკჰოლმში 2013 წლის გაზაფხულზე ჯგუფი ABBA-ს მუზეუმი გაიხსნება.  ჯგუფის წევრის ბორნ ულვეუსის თქმით, მუზეუმი შვედური მუსიკისადმი მიძღვნილი "დიდების გალერეის" ნაწილი გახდება. მუზეუმში ABBA-ს წევრების - ბორნ ულვეუსის, ბენი ანდერსონის, აგნეტ ფელტსკუგის და ანა-ფრიდ ლიუნგსტადის პირადი ნივთები, სასცენო კოსტუმები და მუსიკალური ინსტრუმენტები გამოიფინება.

2009 წლიდან 2011 წლამდე ABBA-ს მუზეუმი ევროპასა და ავსტრალიაში მოგზაურობდა. ტური  ფილმ "Mamma Mia!"-ს წარმატების შემდეგ მოაწყვეს. კინოსურათი იმავე სახელწოდების მიუზიკლის მიხედვით შეიქმნა. მიუზიკლს საფუძვლად ჯგუფის სიმღერები უდევს.

ბორნ ულვეუსმა განაცხადა, ჯგუფი სცენაზე დაბრუნებას არ აპირებს. "ერთადერთი ჯგუფი ვართ, რომელიც მეორედ არასდროს გაერთიანებულა. ვთვლი, რომ ეს მაგარია", - განაცხადა ულვეუსმა.

შვედური კვარტეტი ABBA 1970 წელს შეიქმნა. 1973 წელს ჯგუფის პირველი ალბომი "Ring Ring"-ი გამოვიდა. 2005 წელს დისკი "ABBA The Complete Studio Recording" გამოუშვეს, რომელშიც ჯგუფის ცხრა სტუდიური ალბომი და ორი ABBA-ს კონცერტის ჩანაწერიანი DVD-დისკი შევიდა.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს