ვლადიმერ ბედუკაძე: ”მინდა ქართული სასამართლოს წინაშე წარვსდგე”

ვლადიმერ ბედუკაძე: ”მინდა ქართული სასამართლოს წინაშე წარვსდგე”

ინტერპოლის მიერ ძებნილი ვლადიმერ ბედუკაძე, რომელმაც ციხეში პატიმართა წამების ვიდეოკადრები გადაიღო, ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგომად ემზადება.

"მინდა წარვდგე ქართული სასამართლოს წინაშე, დაინტერესებული ვარ საქართველოში ჩამოსვლით, რომ დამოუკიდებელ სასამართლოს მივცე ჩვენება", - განუცხადა ბედუკაძემ "გურია ნიუსს".

გამოცემის კითხვაზე, ხომ არ მიმდინარეობს მისი დევნა, ბედუკაძე პასუხობს.

"ინტერპოლის მიერ ძებნილად გამოცხადება მანდ ცოტა სხვანაირად აღიქმება. ჰგონიათ, რომ რახან ინტერპოლი გაცხადებს ძებნილად, აუცილებლად უნდა დაგიჭირონ. ასე არ არის. ჯერ იმ სახელმწიფომ უნდა გცნოს დამნაშავედ, ვისგანაც თავშესაფარს ითხოვ. მე ბელგიისგან მოვითხოვე თავშესაფარი და მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის, ძებნილი ვარ, თავისუფლად გადავაადგილდები ქალაქში", -  აცხადებს ბედუკაძე.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა