ყოფილი რაგბისტი ჯორჯ დალმონი და მისი მეგობარი ენდი მაილსი რესტორნიდან "ჭამე რამდენიც გინდა", სადაც შეგიძლია მრავალჯერ მოითხოვო კერძის დამატება, კინწისკვრით გამოაგდეს და უკან დაბრუნება სამუდამოდ აუკრძალეს. რესტორნის მეპატრონემ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, თქვა, რომ ეს "მუქთახორა ღორების წყვილი" ორი წლის განმავლობაში დადიოდა მის რესტორანში და ყოველ ჯერზე იმდენს ჭამდა, რომ სხვა სტუმრებს აღარაფერი რჩებოდათ. მისი თქმით, დალმონისა და მაილსის "ღორული მადა" მის ბიზნესს გაკოტრებით ემუქრებოდა.
"ბოლოს და ბოლოს, ჩვენ რესტორანი ვართ და არა ქველმოქმედების სახლი", - განაცხადა მან.
მომზადებულია telegraph-ის მიხედვით.