გურჯაანის საოლქო კომისიამ "ქართული ოცნების" არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

გურჯაანის საოლქო კომისიამ "ქართული ოცნების" არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა

გურჯაანის N12 საოლქო საარჩევნო კომისიამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლის ზურა დანელიშვილის 2 საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა. დანელიშვილის განცხადებით, საჩივრები მე-15 ველისციხის და მე-19 ჩუმლაყის საარჩევნო უბნებზე აღმოჩენილ ყალბ ბიულეტენებს ეხებოდა.

"არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე დაახლოებით 40 საჩივარი დაიწერა. სავარაუდოდ, ამდენივე საჩივარი ჩანაწერთა წიგნებშია შეტანილი იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც კომისიის თავმჯდომარეებმა, მდივნებმა, რეგისტრატორებმა და სხვებმა დაუშვეს. ჩვენ მოვითხოვდით არა უბნების გაბათილებას, არამედ იმას, რომ კომისიას განეხილა ეს საჩივრები და ემსჯელა დამრღვევების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე", – აცხადებს დანელიშვილი.

გურჯაანის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნატალია ბეგაშვილის განცხადებით, დანელიშვილის საჩივრები სამართლებრივად უსაფუძვლოა.

სრული ვერსია

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა