სტომატოლოგმა მუსიკალური ბურღი გამოიგონა

სტომატოლოგმა მუსიკალური ბურღი გამოიგონა

ბავშვთა სტომატოლოგი დანი გუსტიანა მრავალი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე პრობლემას აწყდებოდა -  ბავშვები საბურღი მანქანის დანახვისას ტირილს იწყებდნენ. ამიტომ სტომატოლოგმა ისეთი მანქანა გამოიგონა, რომელიც ჩართვის დროს სასიამოვნო მუსიკალურ მელოდიებს უკრავს და ამასთან, ცისარტყელას ფერებში ანათებს.

აღსანიშნავია, რომ მუსიკალური ბურღის კომპოზიციები შეუზღუდავია. ბავშვს შეუძლია მისთვის საყვარელი მუსიკაც კი შეუკვეთოს.

"ბავშვებს არა ექიმების, არამედ ბურღის ხმის ეშინიათ, ეს ხმა ზრდასრულებსაც კი არ სიამოვნებთ. მე ეს ყველაფერი MP3-პლეერის მეშვეობით შევცვალე. ახლა ბურღის ხმა საერთოდ აღარ ისმის, პატარებს კი ვეუბნები, რომ ეს ხელსაწყო მხოლოდ მათ კბილებს გაწმენდს", - განაცხადა დანი გუსტიანამ.

მუსიკალური ბურღის დამზადება სტომატოლოგს 600 აშშ დოლარი დაუჯდა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს