ოქტომბრის თვის 5 ყველაზე უჩვეულო დღესასწაული

ოქტომბრის თვის 5 ყველაზე უჩვეულო დღესასწაული

ვებსაიტმა amusingplanet.com-მა 5 ყველაზე უჩვეულო დღესასწაული წარმოადგინა, რომელიც ოქტომბერში ტარდება.

1. იხვების რბოლა: გერმანიის ქალაქ ტუბინგენში 6 ოქტომბერს იხვების რბოლა იმართება. ყოველ წელს მონაწილეები იხვის ყვითელი ფერის 7000 რეზინის სათამაშოს მდინარეში ყრიან. რბოლაში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მონაწილეები სათამაშოებს საკუთარ სახელებსა და ნომრებს აწერენ და გამარჯვებას ელოდებიან.

წყალში მოთავსებული უამრავი ყვითელი სათამაშო დინებას მიჰყვება და რომელი იხვიც ზღვარს პირველი გადაკვეთს, გამარჯვებულადაც მისი პატრონი სახელდება. ეს მხოლოდ გართობა არაა, ყველა მონაწილე გამარჯვებისთვის დიდი მონდომებით იბრძვის; გამარჯვებული პრიზის სახით 10 000 ევროს მიიღებს.

2. ოქტობერფესტი: ოქტობერფესტი ყოველწლიური ორკვირიანი სახალხო დღესასწაულია გერმანიაში. დღესასწაულს მიუნხენში სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში აღნიშნავენ.

დღესასწაულზე 6 მილიონი ლიტრი ლუდი, 300 000 ძეხვი და 600 000 შემწვარი ქათამი მზადდება. ღონისძიებაზე კარგი განწყობისთვის მუსიკაც ისმის.

ოქტომბერფესტს ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანი ესწრება.

3. აქლემების ბაზარი: ინდოეთის ქალაქ პუშკარში დღესასწაული - აქლემების ბაზარი იმართება. ყოველწლიური დღესასწაული 5 დღის განმავლობაში გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში ათასობით აქლემს ყიდიან.

კლიენტების მოზიდვის მიზნით, აქლემებს ფერადი ქსოვილებითა და ბაფთებით ალამაზებენ. ზოგჯერ აქლემების სილამაზის კონკურსიც კი ტარდება. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი აქლემების ბაზრობაა და ღონისძიებას მილიონობით ტურისტი ესწრება.

4. ჰელოუინი: ჰელოუინი 31 ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაულზე სხვადასხვა ღონისძიებები და მსვლელობა-თამაშები ეწყობა.

ჰელოუინის ღონისძიების მთავარი ატრიბუტი გოგრაა, რომელსაც თვალებსა და პირს ამოაჭრიან. პატარა ბავშვები ჯადოქრების, ან ვამპირის სამოსს იცვამენ და სახლებში დადიან; პატარები ოჯახის წევრებს ტკბილეულს სთხოვენ.

5. ვეგეტარიანელთა ფესტივალი: ტაილანდში ოქტომბერში ვეგეტარიანელთა ფესტივალი იმართება. ადამიანებს სჯერათ, რომ თუკი 9 დღის განმავლობაში ხორცის ჭამისგან თავს შეიკავებენ, მთელი წლის განმავლობაში მშვიდობა იქნება.

ფესტივალზე ქალებიცა და მამაკაცებიც ლოყებს დანებით, შამფურებითა და სხვადასხვა ნივთით იხვრეტენ. მათ სწამთ, რომ ამის შემდეგ ღმერთები მათ ზარალისგან და ბოროტებისგან დაიცავენ. სუსტი ნერვების ადამიანებისთვის სანახაობაზე დასწრება რეკომენდირებული არ არის.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს