მსოფლიოში ყველაზე უხეში მიმტანი

მსოფლიოში ყველაზე უხეში მიმტანი

ჩინელი მიმტანი ეძელ ფუნგი უცნაური რეპუტაციის მამაკაცია - მან სახელი თავისი უხეშობით გაითქვა. ის სან ფრანცისკოში ერთ-ერთ პატარა ჩინურ რესტორანში მუშაობს და რესტორნის სტუმრებს დაცინის, ამცირებს, ჭურჭელს ამტვრევს და იგინება.

ეძელი ხშირად მაგიდის ალაგებას მანამდე იწყებს, სანამ კლიენტი ჭამას დაამთარებს. ეძელმა შესაძლოა, მაგიდასთან სრულიად უცხო პირი მოგისვათ, ის ხშირად ილანძღება თუ კლიენტი პატარა თანხას დაუტოვებს.

ამ თავშეუკავებელ ჩინელს სამსახურიდან იმიტომ არ ათავისუფლებენ, რომ ის მსოფლიოში ყველაზე უხეში მიმტანის სახელითაა ცნობილი და ამით რესტორანს პოპულარობა შემატა.

”სახელის მოხვეჭაში” ფუნგს ადგილობრივი ჟურნალისტი დაეხმარა, რომელმაც მასზე რამდენიმე სტატია დაწერა.

ამის შემდეგ უხეში ჩინელი ადგილობრივი ”ღირშესანიშნაობა” გახდა, ხოლო რესტორანი, რომელშიც ის მუშაობს, იაფფასიანი დაწესებულებიდან ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა.

ყველაზე უხეში მიმტანი

მომზადებულია sfgate.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს