სა­ქარ­თვე­ლო და მი­სი პერ­სპექ­ტი­ვა

სა­ქარ­თვე­ლო და მი­სი პერ­სპექ­ტი­ვა

უკ­ვე ოცი წე­ლი­წა­დი­ა, სა­ქარ­თვე­ლო სა­ინ­ტე­რე­სო დრო­ში (ძვე­ლი ჩი­ნუ­რი წყევ­ლა­ა: "გეცხ­ოვ­როს სა­ინ­ტე­რე­სო დრო­ში!") ცხოვ­რობს, ამი­ტომ დრო­ა, ეს "სა­ინ­ტე­რე­სო დრო" და­ვას­რუ­ლოთ და ქვე­ყა­ნამ რე­ა­ლუ­რად და­იწყ­ოს გან­ვი­თა­რე­ბა.

რა პერს­პექ­ტი­ვა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს? რო­მე­ლი დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა უნ­და იყოს მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი? - ამ კითხ­ვებს შე­ვეც­დე­ბით, ას­ტრო­ლო­გი­ის დახ­მა­რე­ბით ვუ­პა­სუ­ხოთ.

სა­ქარ­თვე­ლო ას­ტრო­ლო­გი­უ­რად ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. "ლო­მი" კი არის შე­მოქ­მე­დი, ლი­დე­რი, რო­მელ­საც თა­მა­მად შე­უძ­ლია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე და­კის­რე­ბა.

ბო­ლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ხში­რად იც­ვლე­ბო­და და სწო­რედ ამის გა­მო­ა, რომ, ყბა­და­ღე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქვე­ყა­ნა ფა­სა­დუ­რად ვი­თარ­დე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ზე კარ­გად ბო­ლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა დაგ­ვა­ნახ­ვა, რო­ცა მსოფ­ლი­ომ სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბი იხი­ლა...

რო­მე­ლი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნ­და გა­მახ­ვილ­დეს ყუ­რადღ­ე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა ფეხ­ზე დად­გეს და შეძ­ლოს იმ ჩა­მორ­ჩე­ნის დაძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნე­ბის რი­გებს გვა­შო­რებს?

სა­ქარ­თვე­ლოს ჰო­როს­კო­პის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ დღეს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უმ­თავ­რე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბა და კულ­ტუ­რა უნ­და იყოს (ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამას, ალ­ბათ, არც სჭირ­დე­ბა ას­ტრო­ლო­გი­ა).

პირ­ველ ეტაპ­ზე სა­ჭი­როა ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდის გაგ­ზავ­ნა უცხ­ო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, აგ­რეთ­ვე, უცხ­ო­ე­თი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ჩა­მო­ტა­ნა და ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­სა და ტრა­დი­ცი­ებ­ზე მორ­გე­ბა. ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, აღ­დგეს ად­გი­ლობ­რი­ვი ტრა­დი­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და მრეწ­ვე­ლო­ბის სფე­რო­ში.

გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მი­ერ უცხ­ო­ე­თი­დან "ჩა­მო­ტა­ნი­ლი" ცოდ­ნა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ქვე­ყა­ნას სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, სწრა­ფად გა­ი­ა­როს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ეტა­პე­ბი და შეძ­ლოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს მი­უ­ახ­ლოვ­დეს.

მე­ო­რე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­­მარ­თუ­ლე­ბა კი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის აღორ­ძი­ნე­ბა უნ­და გახ­დეს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი, მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი რომ აწარ­მო­ოს და უცხ­ო­ეთ­ში გა­ი­ტა­ნოს (დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლია მი­წე­ბის დი­დი ნა­წი­ლი, სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა კი იძუ­ლე­ბუ­ლი­ა, სა­ქარ­თვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში ან სუ­ლაც უცხ­ო­ეთ­ში გა­და­იხ­ვე­წოს და ოჯა­ხის შე­სა­ნა­ხი თან­ხა გა­მო­ი­მუ­შა­ოს)

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ კურსს, ის მი­მარ­თუ­ლი უნ­და იყოს და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­კენ, თუმ­ცა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი წარ­სუ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და გა­ნი­საზღ­ვროს.

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე დი­დი მტე­რი, მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო რუ­სე­თი, რო­მელ­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, მერ­წყუ­ლის ნი­შანს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ლო­მი (სა­ქარ­თვე­ლო) და მერ­წყუ­ლი (რუ­სე­თი) კი დი­ა­მეტ­რუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბია და მათ ერ­თმა­ნეთ­თან ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბათ კონ­ფლიქ­ტი. თუმ­ცა ურ­თი­ერ­თკომ­პრო­მი­სის გზით ურ­თი­ერ­თო­ბის ასე თუ ისე მო­წეს­რი­გე­ბა მა­ინც შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა. რაც მთა­ვა­რი­ა, სა­ქარ­თვე­ლომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნ­და შეძ­ლოს იმ უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა, რო­მე­ლიც დღეს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე დგას: ეს არის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და დევ­ნი­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა თა­ვი­ანთ კე­რა­ზე. ამი­სათ­ვის კი სრუ­ლი­ად სხვა მიდ­გო­მე­ბი და დი­დი ძა­ლის­ხმე­ვაა სა­ჭი­რო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან.

კი­დევ ერ­თი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი: სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა 1991 წლის 9 აპ­რილს გა­მო­აცხ­ა­და, ამი­ტომ მის "და­ბა­დე­ბის დღედ" სწო­რედ ეს თა­რი­ღი ით­ვლე­ბა. თუმ­ცა, რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლიც უნ­და იყოს, ქვე­ყა­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას 26 მა­ისს ზე­ი­მობს. ეს ის დღე­ა, რო­დე­საც ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ პირ­ვე­ლად (1918 წ.) გა­მო­აცხ­ა­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის თა­რი­ღის გა­ო­რე­ბა კი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ხელ­მწი­ფო­ზე, მის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე. ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლომ თა­ვი­სი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღედ უნ­და აირ­ჩი­ოს არა უკ­ვე აღარ არ­სე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ან გლო­ვა­სა და ტრა­გე­დი­ას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი დღე (9 აპ­რი­ლი), არა­მედ ის თა­რი­ღი, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის გა­მარ­ჯვე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

P.S. სა­ქარ­თვე­ლო არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა გზა­გა­სა­ყარ­ზე. უამ­რავ­ჯერ გა­და­უ­ლა­ხავს უდი­დე­სი კრი­ზი­სე­ბი, გა­მო­სუ­ლა ის­ტო­რი­უ­ლი ქარ­ტე­ხი­ლე­ბი­დან და თა­ვი და­უხ­სნია ათა­სი გა­რე­უ­ლი თუ ში­ნა­უ­რი მტრის­გან. ასე რომ, როგორც სო­ლო­მონ მე­ფის ბე­ჭედ­ზე წერია: "ე­სეც გა­ივ­ლის!"

რამაზ გიგაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს