შვედეთის სამეფო ოჯახი მხატვარმა ოლსონ ვალინმა საქვეყნოდ შეარცხვინა. შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტის ჟურნალში ვალინმა სატირული სურათი გამოაქვეყნა, რომელზედაც შვედეთის მეფე კარლ გუსტავი შიშველ საყვარელთან ერთად არის გამოსახული. ფოტოების კოლაჟით შექმნილ სურათზე მეფე პოპ-მომღერლის, კამილა ჰენემარკის შიშველ სხეულს დაჰყურებს, მისი გარემოცვის წევრები კი ქალის სხეულიდან პიცას შეექცევიან.
სურათის შექნმა ორი წლის წინ გამოქვეყნებულ სკანდალურ ბიოგრაფიულ წიგნს უკავშირდება, სადაც შვედეთის მეფისა და ჰენემარკის რომანზეა საუბარი. ასევე აღწერილია მონარქის ვიზიტები სტრიპტიზ-კლუბებში და მისი შესაძლო კავშირები კარიმინალურ სამყაროსთან.
"მესმის, რომ სამეფო ოჯახი აღშფოთებულია, მაგრამ მათთვის ფორმალური ბოდიშის მოხდასაც არ ვაპირებ. არც ამ სურათის განადგურება მსურს", - აცხადებს მხატვარი.
მისივე განმარტებით, გამოსახულება ადრე, სრულიად სხვა კონტექსტში გამოქვეყნებული ფოტოებით არის დამზადებული.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo